ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის: ახალი პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლას და ღია მმართველობას დაუჭერს მხარს
მაისი 14, 2021

ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის: ახალი პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლას და ღია მმართველობას დაუჭერს მხარს


ევროკავშირი იწყებს ახალ პროგრამას, ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის (EU for Integrity), რომლის მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორებს ღია მმართველობის გამაძლიერებელი რეფორმების განხორციელებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. პროგრამის დაწყება 20 მაისს ოფიციალური ონლაინ ღონისძიებით აღინიშნება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სამწლიან პროგრამას ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) განახორციელებენ.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სპიკერები ევროკავშირიდან, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციიდან, ღია მმართველობის პარტნიორობიდან, ეროვნული ხელისუფლებებიდან და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. მასზე დასწრების მსურველებს კი რეგიონში ღია მმართველობის რეფორმების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ.

საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში — კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი ელემენტებია. ამ მიზნების წარმატებით შესასრულებლად პროგრამა, ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის, მხარს დაუჭერს პარტნიორ ქვეყნებს მტკიცებულებაზე დამყარებული ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულებაში. ამისათვის ის ქვეყნებს ამ სფეროებში მიღწეული პროგრესის აღმნუსხავი ინსტრუმენტებით მოამარაგებს. გარდა ამისა, პროგრამა მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოებებს ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ შემუშავებულ იმ სამოქმედო გეგმათა განხორციელებაშიც დაეხმარება, რომელთა მიზანიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა. 

გახსნის ღონისძიება Zoom-ში 20 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე ჩატარდება. ის ინგლისურ ენაზე წარიმართება, მსურველებს კი რუსული თარგმანის მოსმენაც შეეძლებათ. ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. 

დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაცია გახსნის ღონისძიების შესახებ

რეგისტრაციის ბმული 

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,