ევროკავშირი ინიციატივის, EU4Business Facility, ახალ ფაზას იწყებს
ივლისი 7, 2023

ევროკავშირი ინიციატივის, EU4Business Facility, ახალ ფაზას იწყებს


ევროკავშირმა დაიწყო EU4Business Facility-ის III ფაზა, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში  მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრად ეკონომიკურ ზრდას. 

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინიციატივის მმართველობას ჩაიბარებს გერმანიაში დაფუძნებული წამყვანი საკონსულტაციო გუნდი, GOPA Worldwide Consultants.

EU4Business Facility რეგულარულად და საფუძვლიანად გააკონტროლებს ევროკავშირის იმ პროექტებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის განვითარებას უჭერს მხარს. ის, ამასთან, შეაფასებს  EU4Business-ის რეგიონული და ორმხრივი პროექტების გავლენასა და შედეგებს და გაზრდის ევროკავშირის მხარდაჭერის ხილვადობასა და მასშტაბს. 

ამ მექანიზმის მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს იმ პროექტებს შორის კოორდინაცია, რომელთა მეშვეობითაც EU4Business ინიციატივა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს უჭერს მხარს. მის ამოცანათა შორისაა ისეთი დაინტერესებული მხარეების მოზიდვაც, როგორებიც არიან მეწარმეები, სამთავრობო სააგენტოებო, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და სხვა. 

EU4Business ინიციატივა მიზნად ისახავს, გაზარდოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ეს კი, თავის მხრივ, კერძო სექტორისთვის შექმნის მეტ სამუშაო ადგილსა თუ შემოსავლიან შესაძლებლობებს, რითაც გაზრდის ფინანსებზე წვდომას და მხარს დაუჭერს ქალ მეწარმეებს, სოფლად მოქმედ ბიზნესებს, ახალგაზრდა მეწარმეებსა და ბიზნესის მწვანე გარდაქმნას.

2021 წელს EU4Busines ინიციატივა მცირე და საშუალო ზომის 78,045 საწარმოს დაეხმარა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში. ამ საწარმოებმა დამატებით 2.03 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალი გამოიმუშავეს და 66,678 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყვეს ხელი. საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს საქონელბრუნვა (+26.23%) და ექსპორტი  (+11.2%). ამ შედეგებით მათ საგრძნობლად გაუსწრეს იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც არ მოუძიებიათ EU4Business-ის დახმარება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,