4 სექტემბერს ევროკავშირმა დაგმო საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით „ნაჩქარევად“ მიღება.
„ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ, – „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული“.
მან დასძინა, რომ ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა გაფართოების პროცესის საფუძველია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად ფასდება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში.
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო პაკეტს. „ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს“, – განაცხადა სტანომ.
ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდა ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.
დამატებითი ინფორმაცია
ამავე თემაზე: ევროკავშირი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,