ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს
სექტემბერი 21, 2023

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს


ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, საქართველოში ქალების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსების მიღებას ამარტივებს.

EBRD-ის მიერ თიბისი ბანკისთვის გადაცემული 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი  ქალების მიერ მართული და უპირატესად რეგიონებში მოქმედი კომპანიებისთვის სესხების გაცემას მოხმარდება. მსესხებლებს კრედიტების მიღება შეეძლებათ როგორც ლარში, ასევე დოლარში.

სესხი EBRD-ის პროგრამის, „ქალები ბიზნესში“ (WiB), ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირი და შვედეთი. WiB მიზნად ისახავს, სესხებისა და ბიზნეს-კონსულტაციების საშუალებით გაუმარტივოს ქალებს ფინანსებზე და მეწარმეობაზე წვდომა. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები ასევე ისარგებლებენ საკონსულტაციო მომსახურებით, მენტორობითა და ტრენინგებით.

თიბისი ბანკი WiB პროგრამას შეუერთდა 2017 წელს, როცა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. ამ დროისთვის ეს თანხა სრულად არის ათვისებული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,