ევროკავშირი და UNDP სამეგრელოს კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ამბულატორიებს აახლებენ
იანვარი 23, 2024

ევროკავშირი და UNDP სამეგრელოს კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ამბულატორიებს აახლებენ


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ზუგდიდის მახლობლად მდებარე სოფლებში, ორსანტიასა და რიყეში ამბულატორიები განაახლეს. რეაბილიტირებული ამბულატორიებით სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 5,500-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. 

18 იანვარს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, UNDP-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები შედიოდნენ, სამეგრელოს ეწვია. სტუმრებმა ახალი ამბულატორიები მოინახულეს და კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

რეაბილიტაციის პროექტი ამბულატორიების სანტექნიკის, ელექტრო და გათბობის სისტემებისა და ინტერიერის განახლებას მოიცავდა. რეაბილიტაციისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ორსანტიასა და რიყეში ამბულატორიების რეაბილიტაციის პროექტის მსგავსი ინიციატივა შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევშიც უკვე განხორციელდა. მეჯვრისხევში განახლებული ამბულატორიით დღეს 6,000-მდე ადამიანს შეუძლია სარგებლობა. 

სოფლებში ამბულატორიები პროექტის, „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში“, ფარგლებში განახლდა. ევროკავშირის და UNDP-ის ეს ერთობლივი ინიციატივა EU4Dialogue პროგრამის ნაწილია. პროექტი ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და სათემო ჯგუფებთან თანამშრომლობს, რათა ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილნაცვალი პირების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,