ევროკავშირი და UNDP საქართველოს რეგიონებში მმართველობის, პოლიტიკისა და სერვისების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს
თებერვალი 17, 2023

ევროკავშირი და UNDP საქართველოს რეგიონებში მმართველობის, პოლიტიკისა და სერვისების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით, ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად ექვსი მუნიციპალიტეტი შეარჩია. პროექტების ძირითადი მიმართულებებია ურბანული გარდაქმნის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაცია და მოწყობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების განვითარება.

ჟიურიმ 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი 52 იდეიდან ექვსი საუკეთესო შეარჩია. თითოეული გამარჯვებული 4,500-იდან 6,000-მდე ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. საგრანტო პროგრამის მთლიანი ღირებულება 30,800 ევროს შეადგენს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში (იმერეთი) ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (იმერეთი) ოთხი საბავშვო ბაღი სასწავლო და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (კახეთი) ახლად რეაბილიტირებული მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიხსნება მედიათეკა, რომელშიც მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები და ფილმების ჩვენება.

თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთი) 32 ბაგა-ბაღის 96 თანამშრომელი პირველადი დახმარების აღმოჩენაში სასერტიფიკატო ტრენინგს გაივლის. გარდა ამისა, ორ ბაგა-ბაღს სამედიცინო კაბინეტების აღჭურვილობაც გადაეცემა.

ონის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ონის ერთ-ერთ ახლად გარემონტებულ მოედანზე გაიხსნება ღია საზაფხულო კინოთეატრი, სადაც ახალგაზრდებისთვის კინოჩვენებები, საგანმანათლებლო შეხვედრები და შემეცნებით დისკუსიები მოეწყობა.

ცაგერის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ხელი შეეწყობა სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სისტემის ციფრულ გარდაქმნას. შედეგად, შესაძლებელი გახდება ბაღების აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია და ბაღის აღმზრდელების ონლაინ ტრენინგი.

ინიციატივას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD), რომელიც საქართველოს რეგიონებში დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,