ევროკავშირი და UNDP ლაგოდეხში თანასწორობისა და კლიმატგონივრული განვითარების თემაზე ახალგაზრდულ ფესტივალს მართავენ
ოქტომბერი 10, 2023

ევროკავშირი და UNDP ლაგოდეხში თანასწორობისა და კლიმატგონივრული განვითარების თემაზე ახალგაზრდულ ფესტივალს მართავენ


6-7 ოქტომბერს ლაგოდეხში გამართულ ფესტივალზე, „ადამიანი და პლანეტა“, ასზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა. ღონისძიება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, თანასწორობა, კლიმატგონივრული განვითარება და საქართველოს ევროპული მისწრაფებები.  

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.

ღონისძიებაზე წარმოჩნდა, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოსა და მის მოქალაქეებს. კერძოდ, ფესტივალის დამსწრეებს გააცნეს ის რამდენიმე საკვანძო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. 

ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის სხვადასხვა თამაშს, ფოტოგრაფიის მასტერკლასს ახალგაზრდა ხელოვანებისათვის და ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული სერიის, „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, მორიგ დისკუსიას, რომელიც ამჯერად განათლების უფლების თემას დაეთმო.

დამატებით, ლაგოდეხის თოჯინების თეატრმა სპექტაკლის, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, პრემიერა გამართა. ესაა საგანმანათლებლო სპექტაკლი, რომელიც ყველა ასაკის მაყურებელს გასაგები და სახალისო ფორმით უხსნის პერსონალური მონაცემების დაცვისა და ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობას. 

ფესტივალი დაიხურა პარაოლიმპიური სპორტული თამაშის, ბოჩას ამხანაგური მატჩით, რომელშიც ერთმანეთს ლაგოდეხისა და სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდები შეხვდნენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,