ევროკავშირი და UNDP იმერეთში ნარჩენების უკეთ მართვას უჭერენ მხარს 
აპრილი 12, 2023

ევროკავშირი და UNDP იმერეთში ნარჩენების უკეთ მართვას უჭერენ მხარს 


ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იმერეთის რეგიონის თორმეტ მუნიციპალიტეტსა და ნარჩენების მმართველ თუ შემფუთველ ორგანიზაციებს შორის ხელმოწერილ პარტნიორულ შეთანხმებას უჭერენ მხარს. შეთანხმების მიზანი ნარჩენების მართვის უკეთესი, უფრო ეფექტიანი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაა.

„პარტნიორობის ჩამოყალიბება კერძო და საჯარო სექტორებს შორის ნარჩენების სეპარაციის, შეგროვებისა და გადამუშავების მიზნით უმნიშვნელოვანესია ცირკულარული ეკონომიკის გასაძლიერებლად“, — ნათქვამია UNDP-ის პრესრელიზში.

ინიციატივას მხარი დაუჭირა „ევროკავშირის ინოვაციურმა პროექტმა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და UNDP ახორციელებს. პროექტი ნაწილია EU4Business პროგრამის, რომელიც საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

პარტნიორულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თორმეტმა მუნიციპალიტეტმა, მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაციამ (WPO), შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება „ჯორჯია ფლასმა“, PMAG შემფუთველთა კლასტერმა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ (WMA Georgia).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,