ევროკავშირი და საქართველო ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას აწერენ ხელს 
სექტემბერი 8, 2022

ევროკავშირი და საქართველო ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას აწერენ ხელს 


6 სექტემბერს საქართველომ და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპულმა ცენტრმა (EMCDDA) სამუშაო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ორ მხარეს შორის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების სფეროში თანამშრომლობას განამტკიცებს.

ახალი დოკუმენტი ნარკოტიკების მონიტორინგისა და ანგარიშგების საკითხებში ინფორმაციის გაცვლას და კომპეტენციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისივე მეშვეობით, მხარეები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის საპასუხო ქმედებების შესახებ (იქნება ეს პრევენცია, მკურნალობა, ზიანის შემცირება თუ სოციალური ინტეგრაცია). 

გარდა ამისა, შეთანხმება 2020 წელს დაარსებული საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გაძლიერებასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (NPS) შესახებ ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ნარკოტიკების საკითხზე საქართველო ამჟამად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორ პროექტში მონაწილეობს. ეს პროექტებია: ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი, EMCDDA4Georgia (EMCDDA4GE), რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს პასუხის გაუმჯობესებას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკებზე; და „ევროკავშირი ნარკოვითარების მონიტორინგისთვის“ (EU4MD).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,