დღეს ევროკავშირმა დაიწყო მის მიერ მხარდაჭერილი სამი საინვესტიციო პროგრამა, რომელთა ღირებულება 700 მილიონ ევროს აღემატება და რომლებიც განახორციელებენ 6.3 მილიარდი ევროს მობილიზაციას სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებით.
ყველა ეს პროგრამა ასახავს მტკიცე ვალდებულებას კლიმატის ცვლილების და ინკლუზიური ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ. ამ პროგრამებს მხარს უჭერს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი-პლუსი (EFSD+) – გლობალური კარიბჭის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ინვესტიციებს პარტნიორ ქვეყნებში.
ახალი პროგრამების ფარგლებში ევროკავშირი, განვითარების დაფინანსების ევროპული ინსტიტუტების მენეჯმენტის კომპანია (EDFI MC) და განვითარების დაფინანსების ევროპული ინსტიტუტები (EDFI) გაზრდიან იმ ძირითადი ინიციატივის მასშტაბს, რომელიც მიმართულია სამუშაო ადგილების შექმნასა და ფინანსური სამსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. განვითარების დაფინანსების ევროპული ინსტიტუტების მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოების პლატფორმა-პლუს პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი-პლუსი 225 მილიონი ევროს მოცულობის გარანტიებით, უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას გაუწევს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს და აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე რეგიონების მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, განსაკუთრებით – წარმოების, მომარაგების ქსელის და სოფლის მეურნეობის სექტორებში; ეს მოხდება განვითარების დაფინანსების ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერით ადგილობრივი ბანკებისთვის საკრედიტო დახმარების გასაუმჯობესებლად. მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე მდგარი ფინანსური შეზღუდვების მოგვარების საშუალებით პროგრამა გეგმავს მოახდინოს
2 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზაცია და შედარებით მცირე ზომის ადგილობრივი ბანკებისთვის პირველად გახადოს ხელმისაწვდომი განვითარების დაფინანსების ევროპული ინსტიტუტების დაფინანსება.
ევროკომისიის წევრმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელმოწერა იყო ევროკავშირის მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონების ეკონომიკური ინკლუზიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი ევროკავშირის სპეციალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების ფარგლებში.
“EFSD+ საგარანტიო პროგრამის საშუალებით ჩვენ მოვახდენთ 4 მილიარდი ევროს მობილიზებას სატყეო სექტორისთვის, რათა შევარბილოთ კლიმატის ცვლილების მძიმე გავლენა, და დამატებით 2 მილიარდი ევროს მობილიზებას სამუშაო ადგილების შესაქმნელად მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, განსაკუთრებით წარმოების, მომარაგების ქსელის და სოფლის მეურნეობის სექტორებში”, განაცხადა ვარჰეიმ. “ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ზრდას და დასაქმებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ჩვენს ხელთარსებული ყველა საშუალების და ინსტრუმენტის გამოყენებით, რითაც უზრუნველვყოფთ გრძელვადიან ვალდებულებას ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ”.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,