ევროკავშირი და მისი პარტნიორები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გმობენ 
Reuters
იანვარი 11, 2024

ევროკავშირი და მისი პარტნიორები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გმობენ 


ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უმკაცრესად დაგმეს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (კსდრ) მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება და რუსეთის მიერ ამ რაკეტების 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება.

9 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ავსტრალიის, ალბანეთის, ანდორის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, გვატემალის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ისლანდიის, ისრაელის, კანადის, კორეის რესპუბლიკის, ლიხტენშტაინის, მონაკოს, მონტენეგროს, ნორვეგიის, პალაუს, სან მარინოს და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

„ამ იარაღის გადაცემა ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს და ძირს უთხრის გლობალურ გაუვრცელებლობის რეჟიმს. ჩვენ ძლიერ გვაშფოთებს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ თანამშრომლობას ევროპის, კორეის ნახევარკუნძულის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ბალისტიკური რაკეტების — ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი იარაღის და შესაბამისი ტექნიკის — ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გადატანა უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთ რეზოლუციას (UNSCRs), კერძოდ, რეზოლუცია 1718-ს (2006 წელი), რეზოლუცია 1874-ს (2009 წელი) და რეზოლუცია 2270-ს (2016 წელი), რომელსაც თავად რუსეთმა დაუჭირა მხარი.

„ჩვენ ზედმიწევნით ვაკვირდებით, თუ რას აწვდის რუსეთი კსდრ-ს ამ იარაღის ექსპორტის სანაცვლოდ. ჩვენ მოვუწოდებთ კსდრ-სა და რუსეთს, დაემორჩილონ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ის ქმედება, რომელიც ამ რეზოლუციებს არღვევს“, — აცხადებენ ევროკავშირი და მისი პარტნიორები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,