ევროკავშირი და GITA საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებენ
ნოემბერი 8, 2023

ევროკავშირი და GITA საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებენ


6 ნოემბერს თბილისში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებული და ევროკავშირის დაფინანსებული ახალი პროექტის, Do IT with the EU, გახსნის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მიზანია საქართველოს IT სექტორის ტრანსფორმაცია მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარებითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნით.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 1 300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა: კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მართვა და სხვა. საინფორმაციო ტექნოლოგიების 1000-ზე მეტ IT სპეციალისტს  მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი, ხოლო 300 IT სპეციალისტი მიიღებს  დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდება.

„პროექტი, Do IT with the EU, საქართველოს ტექნოლოგიური განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში ინოვაციების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების ზრდაა“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,