ევროკავშირი და გერმანია საქართველოს რეგიონებისთვის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამას იწყებენ
მარტი 23, 2022

ევროკავშირი და გერმანია საქართველოს რეგიონებისთვის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამას იწყებენ


ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა იწყებენ ახალ ეროვნულ პროგრამას, რომელიც საქართველოს რეგიონების მდგრად ეკონომიკურ ზრდას, დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებასა და კარგ მმართველობას მოემსახურება. პროგრამა გურიაში, იმერეთში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდება.

2022-2025 წლების „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 9.5 მილიონ ევროს შეადგენს. ინიციატივის განხორციელებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იქნებიან ჩართულები.

ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტიდან 8.5 მილიონ ევროს ევროკავშირი დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ 1 მილიონ ევროს — გერმანია. პროგრამა რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრას და სოციალური ერთიანობის მიღწევას ისახავს მიზნად. ამისათვის განხორციელდება ტერიტორიულ განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი ინიციატივები, როგორიცაა, მაგალითად, ურბანული განახლება და გატარდება ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ღონისძიებები. 

GIZ მუნიციპალიტეტებს, ბიზნესს და მოქალაქეებს მათი სამიზნე რეგიონების ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის განვითარებაში დაეხმარება. გაეროს განვითარების პროგრამა კი დეცენტრალიზაციას და კარგ მმართველობას შეუწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,