ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენაში ეხმარებიან
ოქტომბერი 21, 2022

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენაში ეხმარებიან


18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა წარმოადგინა კვლევა, რომლის მიზანიც ისტორიული საფორტიფიკაციო ძეგლების აღდგენის პერსპექტივათა დადგენა იყო.

კვლევის ინიციატორია პარლამენტის კულტურის კომიტეტი, ხოლო მხარდამჭერები — ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). წამყვან ქართველ ექსპერტებთან ერთად, კვლევის პროცესში სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ოთხთვიანი მოკვლევის ფარგლებში შეისწავლეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ისტორიული ძეგლების განახლების პროცესი და როგორ შეიძლება მიმდებარე რეგიონების გასავითარებლად მათი კულტურული ღირებულების გამოყენება. კვლევამ შეისწავლა ისიც, თუ რა სახის პოლიტიკა უნდა გატარდეს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციისთვის. ასევე გამოიკვლიეს ის როლიც, რომლის შესრულებაც ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ამ ძეგლთა კონსერვაციისა და მართვის საქმეში. 

საბოლოო ანგარიში ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,