ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროექტის,  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ახალ ეტაპს იწყებენ   
ივნისი 25, 2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროექტის,  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, ახალ ეტაპს იწყებენ  


გაეროს განვითარების პროგრამამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2021-2024 წლების მექანიზმის, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, ახალი ეტაპის განხორციელება დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  საშუალო ზომის ქალაქების  ადგილობრივ  მმართველობებთან მდგრადი განვითარების ინოვაციური გზების პოვნის საკითხში ითანამშრომლებს.

მექანიზმის ფარგლებში ქალაქებისთვის ხელმისაწვდომი იქნება დაფინანსება, რომელიც პანდემიის კრიზისიდან ეკომეგობრული გზებით გამოსვლას მოხმარდება. ამასთან, ჩატარდება ტრენინგები და კომპეტენციის ამამაღლებელი თუ ინოვაციური ზრდის სტრატეგიების შესახებ ცოდნის გამზიარებელი ღონისძიებები. ამ ყველაფრის შედეგად კი შემუშავდება ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და ურბანული მდგრადობის გეგმები

 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მქონე ქალაქებს იმ კონკურსებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 14 მილიონი ევროა. ამ კონკურსთაგან უახლოესებია

  • ინტერესის გამომხატველ პორტფოლიოთა მიღება  (2021 წლის ივნისივლისი), რომელსაც მოჰყვება წინადადებების მიღება, დაახლოებით 2.8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით. ამ კონკურსების გამოცხადება ყოველწლიურადაა დაგეგმილი.
  • ინოვაციური წინადადებების ყოველწლიური მიღება (2021 წლის შემოდგომა), დაახლოებით 1.2 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით.

ადგილობრივი განვითარების ინოვაციური მეთოდების შესახებ სასწავლო მასალები ქსელის ყველა წევრისთვის ახალი ურბანული სწავლების ცენტრში იქნება ხელმისაწვდომი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მექანიზმის, მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, 2021-2024 წლების პროგრამის მოკლე მიმოხილვა

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,