ევროკავშირი და EBRD საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მწვანე ობლიგაციების განთავსებას უჭერენ მხარს
ნოემბერი 10, 2022

ევროკავშირი და EBRD საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მწვანე ობლიგაციების განთავსებას უჭერენ მხარს


ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაასახელეს პირველი გამარჯვებული, რომელიც გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიიღებს.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებული 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მწვანე ობლიგაციების განთავსება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უმსხვილეს ტრანზაქციას წარმოადგენს. ეს, ამასთან, ქვეყანაში მწვანე ობლიგაციების გამოშვების პირველი შემთხვევაცაა. 

კომპანია ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისაგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მხარდაჭერის მექანიზმს კი EBRD უზრუნველყოფს.

„იმედი მაქვს, რომ პროგრამა წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და განახლებადი ენერგიის სხვა ოპერატორებსაც მისცემს დამატებით მოტივაციას, დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში“, — აღნიშნა GRPO-ს ფინანსურმა დირექტორმა, ნუკა მშვიდობაძემ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და მხარდაჭერის მექანიზმის უზრუნველყოფით შეუწყოს ხელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,