ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში
ივნისი 11, 2024

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში


ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“, რომელიც 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა.

„ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ე.წ. ,საპარლამენტო არჩევნები’ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“, — წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი, პიტერ სტანო X-ზე (ყოფილი Twitter).

მან დასძინა, რომ ევროკავშირი „კვლავაც მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად“.

საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შედეგად მოახდინა. მოსკოვმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.

დამატებითi ინფორმაცია

პიტერ სტანოს პოსტი X-ზე



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,