6 ოქტომბერს ევროკავშირმა ძლიერი შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ გავრცელებული გეგმების გამო, რომლებიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნას გულისხმობს.
ევროკავშირის განცხადებით, საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა. ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის მიერ აღიარებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს.
„თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იმავე განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,