„9 აპრილი არის მტკივნეული შეხსენება საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის; მათი წინააღმდეგობა საქართველოს თავისუფლების, ღირსების და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლოდ იქცა“, – ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 9 აპრილს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა.
„ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა და ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელთანაც ორმა წელმა დააშორა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ერთიანობის ამ დღეს ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა – „ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა, რომლის დაცვას საქართველოს თაობები განაგრძობენ“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,