EUSEW საქართველოში: ლიტერატურული კონკურსის, „ლილეს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სექტემბერი 26, 2025

EUSEW საქართველოში: ლიტერატურული კონკურსის, „ლილეს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ


23 სექტემბერს ლიტერატურული კონკურსის, „ლილე 2025“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) 2025“-ის ფარგლებში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მოეწყო. 

კონკურსი ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკისა“ და ენერგოეფექტიანობის ცენტრის თანამშრომლობით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – ფაზა III“-ის ფარგლებში ჩატარდა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ანდრეა ბაჯიოლიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის საკითხების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ (CoM), გუნდის ლიდერი ქრისტოფერ ფრერინგი. მან ისაუბრა იმ საკვანძო როლზე, რომელიც ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობას აქვს კლიმატის და მდგრადი ენერგეტიკის პროცესებში. 

კონკურსმა ხუთი გამარჯვებული გამოავლინა:

პირველი ადგილი: „ორი დროშა“, ფიქრია ყუშიტაშვილი;

მეორე ადგილი: „კრებალოს თავზე“, მირიან რჩეულიშვილი;

მესამე ადგილი: „ხბოს ამბავი“, ლევან ლორია;

მეოთხე ადგილი: „გამტარი“, ნათია როსტიაშვილი;

მეხუთე ადგილი: „სხვისი შვილი, ჩემი შვილი“, ასტერიქსი (ფსევდონიმი).

საღამოს უძღვებოდნენ მწერალი მიხო მოსულიშვილი და „მერების შეთანხმების“ ექსპერტი საქართველოში, გიორგი აბულაშვილი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,