EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი 2024: შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე
EU4Youth
დეკემბერი 21, 2023

EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი 2024: შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე


EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ახალგაზრდებს იწვევს. 

ქსელი აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებსაც  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მიუღიათ მონაწილეობა და სურთ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში. კურსდამთავრებულები სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს დაეხმარებიან, გახდნენ საზოგადოების მეტად აქტიური წევრები და ჩაერთონ  ევროკავშირის მობილობის პროგრამებში. 

ქსელის ყველა წევრი:

  • მიიღებს მენტორის მხარდაჭერას პროფესიონალი ახალგაზრდული მუშაკისგან თავის საცხოვრებელ ქვეყანაში. 
  • განახორციელებს ადგილობრივ ინიციატივებს თავისი თემის დაუცველი ჯგუფებისთვის. მენტორობისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გარდა, თითოეული ჯგუფური ინიციატივის აუცილებელი ხარჯებისთვის 1,500 ევრომდეა გამოყოფილი. 
  • მიიღებს მონაწილეობას ქსელის ღონისძიებებში (ონლაინ და პირისპირ), მათ შორის — გასაცნობ და შუალედურ შეხვედრებში, თემატურ სემინარებში, IdeaLab-ში და დასკვნითი შეფასების ღონისძიებაში. გარდა ამისა, ქსელის ყველა მოქმედი და ყოფილი წევრი რეგულარულად მიიღებს განახლებულ ინფორმაციას ტრენინგის ახალი შესაძლებლობების შესახებ.
  • განივითარებს უნარებს და მიიღებს დამატებით გამოცდილებას ახალგაზრდებთან მუშაობის სფეროში (რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს მიექცევათ). წევრები შეისწავლიან, თუ როგორ გააანალიზონ თემის საჭიროებები, ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთონ თემის მხარდამჭერი საქმიანობის დაგეგმვაში და გახდნენ აქტიური მოქალაქეები. 
  • მიიღებს სერტიფიკატს თავისი ინიციატივ(ებ)ის წარმატებით დასრულების შემდეგ. სერტიფიკატს გასცემს EU4Youth პროგრამის უფლებამოსილი ორგანო ევროკომისიაში.

აპლიკანტი უნდა იყოს:

  • 18-30 წლის;
  • სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან მუშაობის და თემის უკეთესობისკენ შეცვლის ძლიერი სურვილის მქონე;
  •  აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის,  საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის კანონიერი მოქალაქე (მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ);
  • მზად იმისათვის, რომ თვეში 2-4 დღე მიუძღვნას მოხალისეობრივ საქმიანობას ქსელის ფარგლებში;
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის (Erasmus+ Youth in Action, ევროპის სოლიდარობის კორპუსი, EU4Youth, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა) ან ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ საქმიანობაზე ფოკუსირებული სხვა რეგიონული ან ეროვნული პროგრამის ყოფილი მონაწილე ან კოორდინატორი;
  • ახალგაზრდული საქმიანობის გამოცდილი ბენეფიციარი ეროვნულ ან სათემო დონეზე (ან ამგვარი გამოცდილების მიღების სურვილის მქონე);
  • სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სფეროში უნარების განვითარებით დაინტერესებული, რაც გულისხმობს ათთვიანი გუნდური ინიციატივის განხორციელებას საკუთარ თემში (2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე).

ქსელი გააერთიანებს 60-მდე ახალგაზრდას (დაახლოებით 10-12 ახალგაზრდას თითოეული მონაწილე ქვეყნიდან), რომლებსაც ღია კონკურსის წესით შეარჩევენ. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 იანვარი. განაცხადის შესატანად საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა.

EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელს მართავს EU4Youth პროგრამის საკოორდინაციო და მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ამ პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლებს Erasmus+ Youth in Action-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრების აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს-ცენტრების ქსელთან SALTO  და EUNEIGHBOURS East პროგრამასთან. გარდა ამისა, დამყარდება კავშირები სხვა რეგიონულ ინიციატივებთან და პროექტებთანაც.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის ფორმა 

EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი: განაცხადთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები 

EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,