EU4Georgia: ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ერთ ადგილას თავმოყრილი ინფორმაცია 
იანვარი 25, 2024

EU4Georgia: ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ერთ ადგილას თავმოყრილი ინფორმაცია 


ეძებთ უახლოეს ცნობებს ევროკავშირის თანამშრომლობაზე საქართველოსთან? EU NEIGHBOURS east პროგრამის მიერ შექმნილი და მართული უნიკალური, ინტეგრირებული ონლაინპლატფორმის — EUDIGITOOL-ის მეშვეობით, თქვენ უკვე შეგიძლიათ, უწყვეტად მიიღოთ განახლებული ინფორმაცია პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში აფინანსებს.

პლატფორმაზე, საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში დაფინანსებული ათასამდე პროექტი და პროგრამაა თავმოყრილი.

EUDIGITOOL-ზე თავს იყრის ევროკავშირის მიერ მთელ რეგიონში დაფინანსებული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მერე ნაწილდება შესაბამისი ქვეყნების ვებსაიტებზე — საქართველოს შემთხვევაში, eu4georgia.eu-ზე — და ასევე ქვეყნდება მთავარ, EU NEIGHBOURS east ვებსაიტზე, euneighbourseast.eu.

ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ ენაზე, ასევე ინგლისურად. 

ვებსაიტზე თქვენ იპოვით დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე თითოეულ პროექტზე, ასევე გაეცნობით ახალ ამბებს, წარმატების ისტორიებსა თუ შესაძლებლობებს. ამასთან, საიტზე ის ძირითადი ცნობებიცაა განთავსებული, რომლებიც ევროკავშირსა და თქვენს ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას ჰფენს ნათელს. 

დამატებითი ინფორმაცია

eu4georgia.eu

euneighbourseast.eu



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,