პროგრამა, EU4Environment, ივნისში საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში — რუსთავსა და ზესტაფონში, საწარმოო ნარჩენების მონიტორინგს იწყებს. საპილოტე პროექტის მიზანი საწარმოო მყარი ნარჩენების რუკის შედგენით მისი სასიცოცხლო ციკლის გამოვლენა გახლავთ.
მონიტორინგი განსაზღვრავს და შეაფასებს ადგილობრივი სამრეწველო საწარმოების ნარჩენების ნაკადებს — წარმოებისას მათი წარმოქმნის მომენტიდან მათ საბოლოო განადგურებამდე. საპილოტე პროექტი ნარჩენების გადამუშავების ეფექტიანი მეთოდების დანერგვისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების და პრაქტიკის განხორციელებისთვის მოამზადებს ნიადაგს.
პროექტის მონაწილეები, რომელთა შორისაც არიან საქართველოს ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) წარმომადგენლები და მისი ქართველი პარტნიორები, ერთმანეთს ივნისის დასაწყისში შეხვდებიან. ისინი ზესტაფონსა და რუსთავში არსებული საწარმოო ნარჩენების მონიტორინგის გზებს განიხილავენ და საუკეთესო მეთოდოლოგიაზე შეთანხმდებიან.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,