EU4Energy საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ენერგეტიკის მართვის გასაუმჯობესებლად სამუშაო პროგრამას წარადგენს 
იანვარი 17, 2024

EU4Energy საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ენერგეტიკის მართვის გასაუმჯობესებლად სამუშაო პროგრამას წარადგენს 


EU4Energy ინიციატივამ წარადგინა 2024 წლის სამუშაო პროგრამა, რომელშიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მართვის, განვითარებისა და მდგრადობის ხელშესაწყობად კომპლექსური გეგმაა მოცემული.

2024 წელს EU4Energy უწყვეტ მხარდაჭერას გაუწევს ამ სამ ქვეყანას განახლებადი ენერგიის, გაზის ბაზრის განვითარებისა და ენერგოეფექტიანობის სფეროებში, რაც ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებისა და ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი ენერგეტიკული პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

EU4Energy ევროკავშირის კანდიდატ სამივე ქვეყანაში სამინისტროების, მარეგულირებლების, გადამცემი სისტემის ოპერატორებისა (TSOs) და სხვა დაინტერესებული მხარეების პოტენციალის განვითარებაზეც გაამახვილებს ყურადღებას.

პროგრამა აქტიურად დაუჭერს მხარს ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტის განხორციელებას, რადგან რეგიონულ ელექტროქსელებში ინტეგრაცია ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მდგრადობას აუმჯობესებს.

გარდა საერთო პრიორიტეტებისა, EU4Energy-ის 2024 წლის სამუშაო პროგრამა თითოეულ პარტნიორ ქვეყანაზე ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. 

საქართველოში ყურადღება გამახვილდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მხარდაჭერაზე. კერძოდ, შემუშავდება ნარჩენი ნარევის გამოთვლის მეთოდოლოგია და წარმოშობის გარანტიების გამჟღავნების წესები.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, EU4Energy მიზნად ისახავს სუფთა ენერგიაზე გადასვლას, ენერგოუსაფრთხოების გაზრდას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში (საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში) და უკრაინის მოსახლეობისთვის ენერგიაზე წვდომის გაუმჯობესებას ომის ზეგავლენის შესამცირებლად.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,