EU4Energy საქართველოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებისთვის წესების შემუშავებაში დაეხმარება
სექტემბერი 24, 2021

EU4Energy საქართველოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებისთვის წესების შემუშავებაში დაეხმარება


17 სექტემბერს ენერგეტიკული თანამეგობრობის ექსპერტებმა საქართველოში EU4Energy-ს ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყეს. ინიციატივა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (GNERC) და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ თანამშრომლობით განხორციელდება. მისი მიზანი  განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის ისეთი წესების შემუშავებაა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება. 

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სერტიფიკატების გაცემის წესებს 2021 წლის ბოლომდე დაამტკიცებს. ამის შემდეგ  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შექმნის რეესტრს და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებს შესაბამისი მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს. 

გარდა ამისა, საქართველომ გამოხატა ინტერესი, შეუერთდეს ენერგეტიკული თანამეგობრობის რეგიონულ ინიციატივას. ეს უკანასკნელი ისეთი ელექტრონული სისტემების შექმნას ისახავს მიზნად, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა, გადაცემა და გაუქმებაა შესაძლებელი. 

წესების პირველ ვერსიას ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს ექსპერტები 2021 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეიმუშავებენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,