ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Climate პროგრამის ფარგლებში 3-4 ივნისს თბილისში ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ ჩატარდა.
ფესტივალი ორგანიზებული იყო სოციალური საწარმო „ვენტილატორისა“ და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაის“ მიერ, ხელშემწყობთა ფართო წრესთან თანამშრომლობით.
„მწვანე ბაზარი“ იქცა პლატფორმად სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, ახალგაზრდებისა თუ აქტივისტებისთვის, წარმოეჩინათ ეკომეგობრული ჩვევების გამომუშავების მნიშვნელობა, გაეზიარებინათ გამოცდილება და მოეძიებინათ თანამშრომლობის ახალი გზები.
საგანმანათლებლო და რეკრეაციული აქტივობები მოიცავდა ეკომეგობრული ბიზნესის გამოფენას, საბავშვო საგანმანათლებლო კუთხესა და გადამუშავებული მასალისგან დამზადებული პროდუქციის ბაზრობას.
EU4Climate პროგრამა ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, შეასრულონ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუმჯობესონ კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკა თუ კანონმდებლობა და შეამცირონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,