EU4Climate: თბილისში კლიმატის ცვლილების გავლენის თემაზე გამოფენა მოეწყო
მარტი 24, 2023

EU4Climate: თბილისში კლიმატის ცვლილების გავლენის თემაზე გამოფენა მოეწყო


18-19 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციამ Climate Basics და ხელოვანთა ჯგუფმა Collective Failure გამოფენა მოაწყვეს. ინიციატივას ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ EU4Climate პროგრამის ფარგლებში დაუჭირეს მხარი. 

გამოფენაზე, „უჩინართა მიწები“, ინსტალაციების, ნახატების, ტექსტილური ნამუშევრების, ვიდეოხელოვნებისა თუ პერფორმანსული ხელოვნების ენით წარმოჩნდა, როგორ აღრმავებს კლიმატის ცვლილება არსებულ უთანასწორობებს და აუარესებს საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების მდგომარეობას.

„გამოფენა გვიყვება, თუ როგორ ანგრევს სამყაროს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები, დაბინძურება თუ ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მართვა; და როგორ აისახება ეს ხშირად ფარული, თუმცა ყოველთვის მწვავე გავლენა ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებზე — ქალებზე, ბავშვებზე, სოციალურად თუ ეკონომიკურად დაუცველ ადამიანებზე“, — ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ხელოვან და აქტივისტ ავტორთა შორის იყვნენ დავით კუხალაშვილი, ნათია საპანაძე, ფილიპე გრეჩულევიჩი, სალომეია ბაუერი, ვეარ მიშელი, Tutasay, „ნინას არტი“, ნიკა მუსერიძე და Zoya Baboo. გამოფენილ ნამუშევართა უმრავლესობა სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,