ეროვნული ერთიანობის დღე საქართველოში: ევროკავშირი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს
აპრილი 10, 2025

ეროვნული ერთიანობის დღე საქართველოში: ევროკავშირი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს


9 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის დღის ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღს „საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღე“ უწოდა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმია სასტიკად გაუსწორდა ანტისაბჭოურ  მშვიდობიან დემონსტრაციას, რის შედეგადაც ქუჩაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსული 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

„პატივს მივაგებთ  მათ, ვინც  საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს“, — ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,