ენერგეტიკული თანამეგობრობის კვლევა: ენერგეტიკული სიღარიბის მიზეზები და მასთან ბრძოლის პოლიტიკა
დეკემბერი 8, 2021

ენერგეტიკული თანამეგობრობის კვლევა: ენერგეტიკული სიღარიბის მიზეზები და მასთან ბრძოლის პოლიტიკა


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ ენერგეტიკული თანამეგობრობის კონტრაქტის ხელმომწერ ქვეყნებში ენერგეტიკულ სიღარიბესთან გამკლავების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. მასში, სხვა ქვეყნებთან ერთად, განხილულია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული მდგომარეობაც. 

კვლევა ადგენს ენერგეტიკული თვალსაზრისით ღარიბი შინამეურნეობების რაოდენობას თითოეულ ქვეყანაში, აანალიზებს საკანონმდებლო სისტემებს დაუცველი და ენერგეტიკული თვალსაზრისით ღარიბი მომხმარებლების დასაცავად და სწავლობს ენერგეტიკული სიღარიბის ძირითად მიზეზებს.

კვლევით დადგინდა, რომ ყველა კონტრაქტორი ქვეყანა დაუცველ მომხმარებლებს მათი  სოციალური (შემოსავლის) და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს. ენერგეტიკული სიღარიბის სხვა ისეთი ასპექტები კი, როგორებიცაა ენერგოეფექტიანობა სახლებში, გენდერი და ენერგეტიკული მოთხოვნები, გათვალისწინებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ღარიბი ყველა შინამეურნეობა არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ესაჭიროება.

ანალიზით გამოვლინდა, რომ ქვეყნების უმრავლესობა დაუცველ მომხმარებლებს მხოლოდ სუბსიდიების სახით ეხმარება, რაც ენერგეტიკული სიღარიბის ტვირთს დროებით და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოუფხვრელად ამსუბუქებს. სამდივნო იძლევა რეკომენდაციას, მეტი ყურადღება მიექცეს ენერგოეფექტიანობის ღონისძიებებს, რომლებიც „ითვლება ენერგეტიკულ სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად, რადგან მათი მეშვეობით უმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და მცირდება ენერგიაზე მოთხოვნები. ეს კი, თავის მხრივ, გადასახადებსაც ამცირებს”. 

ზუსტი მონაცემების არარსებობის ან მონაცემთა კონფიდენციალურობის გამო, კვლევამ ენერგეტიკული თვალსაზრისით ღარიბი შინამეურნეობების ზუსტი რაოდენობის დადგენა მხოლოდ ოთხ კონტრაქტორ ქვეყანაში შეძლო — მათ შორის, უკრაინაში (13-18%) და, ნაწილობრივ, საქართველოში (24.6%-მდე). კვლევა რეკომენდაციას აძლევს მოლდოვას, გააუმჯობესოს სტატისტიკის პოლიტიკა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მონაცემთა შეკრება ენერგეტიკული სიღარიბის დონის შესაფასებლად.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,