ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მიერ გორში განხორციელებული მწვანე ინიციატივების წარმომადგენლებს შეხვდა.
ელჩი ინოვაციური ცოდნის ჰაბში ახალგაზრდებს გაესაუბრა და მათთან გორში დაგეგმილი სოციალური კამპანიები და მწვანე ეკონომიკური ინიციატივები განიხილა.
ის ასევე ესტუმრა გორის სოციალურ საწარმო „ლიდერს“ – ერთ-ერთ პირველ კომპანიას რეგიონში, რომელმაც ქსოვილების ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია შეიმუშავა. ამჟამად საწარმო თვეში ორ ტონა ისეთ ქსოვილს ამუშავებს, რომელიც ნარჩენებში უნდა მოხვედრილიყო. კომპანიას ევროკავშირი „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების“ (SEED) პროექტისა და EU4Business პროგრამის ფარგლებში დაეხმარა.
კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობაზე ფოკუსირდება, რათა კომპანიებს საქმიანობის გაუმჯობესებაში, ახალი იდეების შემუშავებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყოს ხელი. „პროექტები, რომლებსაც მე დღეს CENN-თან ერთად ვეწვიე, ამ ძალისხმევის შესანიშნავი მაგალითია, რისი ნაწილიცაა დაუცველი ჯგუფების წევრებისათვის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – განაცხადა ელჩმა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,