EIB Global-მა და თიბისი ბანკმა ბიზნესის მხარდასაჭერად 31 მილიონი ევროს ოდენობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 
თებერვალი 2, 2024

EIB Global-მა და თიბისი ბანკმა ბიზნესის მხარდასაჭერად 31 მილიონი ევროს ოდენობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 


ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

EIB-ის გარანტია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 31 მილიონ ევროზე მეტს გამოათავისუფლებს. ეს თანხა თიბისი ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე პოტენციური ზარალის 80%-ს დაფარავს. მხარდაჭერა ფოკუსირდება რეგიონულ ერთეულებზე, ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე, ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპებზე.  

გარანტია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინიციატივის ფარგლებში გაიცემა. ინიციატივას მხარს უჭერს EIB-ისა და ევროკომისიის საზიარო პროგრამა, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 

გარანტია ასევე ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის შემუშავებული საფლაგმანო, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებასაც მოიაზრებს. 

„ეს გარანტია, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, თიბისი ბანკი განახორციელებს, ნაკლებად მხარდაჭერილ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს და გაზრდის მათ წვლილს ეკონომიკაში“, — განაცხადა EIB-ის პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც ბანკის საქართველოში საქმიანობაზეა პასუხისმგებელი, — „საწარმოთა ზრდის და საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ქვეყანამ ეს-ესაა მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,