ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) თავის ახალ პარტნიორს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალს“ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში გამოუყოფს. თანხა მცირე და საშუალო საწარმოებს — მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს, ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს საქართველოს სოფლებში — ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს.
დაფინანსების ქართულ ლარში მიღებით, მიკრო და მცირე მეწარმეები შეძლებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში გააუმჯობესონ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა და სტაბილურობა ისე, რომ დაცულები იყვნენ ვალუტის კურსის მერყეობისგან.
EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს მიულერმა განაცხადა, რომ „ეს ინვესტიცია გაზრდის ‘ლაზიკა კაპიტალის’ უნარს, დააფინანსოს ნაკლებად უზრუნველყოფილი ჯგუფები. ამით კი ის ხელს შეუწყობს EFSE-ს მისიას, რომელიც რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,