EBRD თბილისის მყარი ნარჩენების მართვის სისტემას დააფინანსებს
თებერვალი 22, 2024

EBRD თბილისის მყარი ნარჩენების მართვის სისტემას დააფინანსებს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კომპანია „თბილსერვის ჯგუფისთვის“  22 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. თანხა თბილისის მყარი ნარჩენების მართვისა და მოცილების სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდება. 

გაცემული სესხით თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის აშენება დაფინანსდება. ინიციატივა EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. სესხი თანადაფინანსებულია მწვანე კლიმატის ფონდის მიერ, რომელიც  4 მილიონამდე ევროს შეღავათიანი პირობებით გასცემს. 

პროექტი პრიორიტეტს მიანიჭებს ნარჩენების სანიტარული ნაგავსაყრელიდან გადამისამართებას ნარჩენების სრულფასოვნად გადასამუშავებლად. ეს მოიცავს მექანიკურ-ბიოლოგიურ გადამუშავებას და რეციკლირებადი მასალების აღდგენას. ამგვარი სისტემა სათბური აირების გამოყოფას  მნიშვნელოვნად შეამცირებს (72 პროცენტით, საბაზისო ნიშნულთან შედარებით) და ზოგადად გააუმჯობესებს ქალაქის გარემოს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანეს პროექტებს აფინანსებს. ამ პროექტებიდან ერთ-ერთი თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის აშენებაა, რისთვისაც 26 მილიონი ევროა გამოყოფილი“, — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, — „ეს საფუძველს ჩაუყრის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და გადამუშავებას საქართველოში, რაც თბილისის მოქალაქეებისა და გარემოსთვის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,