EBRD „ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებაში ინვესტიციას დებს
დეკემბერი 30, 2025

EBRD „ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებაში ინვესტიციას დებს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოებისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით წამყვანი კომპანიის, „ნოვას“ მიერ ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებულ სადებიუტო ობლიგაციებში 10 მილიონ ლარამდე (3.2 მილიონი ევრო) ინვესტიციას დებს.

24 დეკემბერს ბანკმა განაცხადა, რომ 50 მილიონი ლარის (16 მილიონი ევრო) ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ობლიგაციების მოქმედების ვადა ხუთი წელი იქნება. მოზიდული სახსრები კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებას და არსებული სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.

„ეს ტრანზაქცია ‘ნოვასთვის’ მნიშვნელოვანი ეტაპია და საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“,  ნათქვამია EBRD-ის პრესრელიზში, „’ნოვა’, რომელიც 2006 წელს სახურავის მასალების მწარმოებლად დაარსდა, დღეს საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან კომპანიად არის ქცეული“. 

ფინანსირების უზრუნველყოფის გარდა, EBRD „ნოვას“ კორპორაციული მართვის სამოქმედო გეგმის განხორციელებაშიც დაეხმარება. ეს მოიცავს დირექტორთა საბჭოს მუშაობის, შიდა კონტროლისა და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებას, რაც „ნოვას“ საუკეთესო სამუშაო პრაქტიკების გამყარებაში დაეხმარება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,