ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თავისი პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (CSO) მმართველი კომიტეტი შეარჩია. კომიტეტი EBRD-ის რეგიონებში მოქმედი 13 საერთაშორისო არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან შედგება, რომელთა შორისაც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისიც“ მოხვდა.
CSO-ს მმართველი კომიტეტი ბანკს ქვეყნისა და სექტორული საჯარო კონსულტაციების შესახებ რჩევებით მოამარაგებს და გააღრმავებს EBRD-ის ჩართულობას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში. კომიტეტი ასევე კოორდინაციას გაუწევს CSO პროგრამას EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის განმავლობაში.
„EBRD სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან დიალოგს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მმართველი კომიტეტის ჩამოყალიბება მორიგი ნაბიჯია იმ თემებზე თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რომლებიც არსებითია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ბანკის რეგიონებში“, — განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.
კომიტეტს მანდატი 2025 წლის ბოლომდე გაუგრძელდება, რის მერეც მომდევნო CSO-ს მმართველი კომიტეტი შეირჩევა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,