EBRD ქობულეთსა და ბათუმში მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
მარტი 14, 2023

EBRD ქობულეთსა და ბათუმში მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების გადამუშავების სფეროს დააფინანსებს. „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ გამოყოფილი 19 მილიონამდე ევროს ოდენობის სესხი ტურისტული რეგიონის მოსახლეობისა და დამსვენებლების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.

3 მილიონამდე ევროს ოდენობის პირველი ტრანში მყარი ნარჩენების მართვის აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყენებული. ეს ნარჩენების იმ ნაგავსაყრელებზე გატანის აღკვეთას შეუწყობს ხელს, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. 

16 მილიონამდე ევროს ოდენობის მეორე ტრანში ნარჩენების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს აშენებას მოხმარდება. საწარმო სესხის მიმღებ კომპანიას საშუალებას მისცემს, მეორადი გამოყენებისთვის გადაამუშაოს ის ნარჩენები, რომლებიც ამ პროცესს ემორჩილება. 

ინვესტიცია ბათუმისა და ზოგადად აჭარის რეგიონისთვის პრიორიტეტულ საჭიროებებს გადაჭრის. კერძოდ, შეწყდება ნარჩენების ქობულეთის და ბათუმის არსებულ ნაგავსაყრელებზე გატანა — აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში დაბინძურების უდიდეს და ყველაზე საშიშ წყაროს წარმოადგენს. „ეს ნაგავსაყრელები მიწის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების აქტიური წყაროებია, რომლებიც გავლენას ახდენს კონკრეტულად რეგიონის და ზოგადად შავის ზღვის ეკოსისტემაზე“, — ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,