EBRD-ის თქმით, უკრაინაში ომი გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად შეანელებს
აპრილი 1, 2022

EBRD-ის თქმით, უკრაინაში ომი გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად შეანელებს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის დასკვნების მიხედვით,  უკრაინაში ომი კონფლიქტის ტერიტორიიდან დაშორებულ ქვეყნებზეც მძიმე გავლენას მოახდენს.

ომის დაწყების შემდეგ ბანკის მიერ გამოქვეყნებული პირველი ეკონომიკური კვლევის მიხედვით, იმ რეგიონში, რომელშიც EBRD ოპერირებს, ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის ნახევარზე მეტით — 1.7 პროცენტამდეა შემცირებული. ეს მაჩვენებელი მის წინანდელ პროგნოზზე 2.5%-ით ნაკლებია. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს ბანკის ოპერირების რეგიონებში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

EBRD ომის გავლენას აღწერს როგორც „უდიდეს კრიზისს მიწოდების სფეროში, რომლის მსგავსი 1970-იანი წლების დასაწყისის შემდეგ აღარ ყოფილა“. მისი გაანგარიშებით, ფართო მოხმარების ისეთ პროდუქტებზე ფასების ზრდა, როგორიცაა სურსათი, ნავთობი, გაზი და ლითონები, სერიოზულ გავლენას მოახდენს სახელმწიფოებზე, რაც განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე აისახება. EBRD აღნიშნავს, რომ ისეთი პროდუქტების მიწოდებაში, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, სასუქები, ტიტანი და ნიკელი, რუსეთის და უკრაინის წილი არაპროპორციულად დიდია. 

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მდგომარეობა მრავალ ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს. მაგალითად, EBRD ვარაუდობს, რომ უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 3.5%-იანი ზრდის ნაცვლად 20%-ით შემცირდება, ხოლო რუსეთის — 3%-იანი ზრდის ნაცვლად 10%-ით იკლებს.

გარდა ამისა, EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, ბაზრებზე გეოპოლიტიკური რისკებისადმი სიფრთხილე კავკასიის და ცენტრალური აზიის ვალუტის კურსზე იმოქმედებს და, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ტურიზმსაც მნიშვნელოვნად აზარალებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გარკვეული პერიოდი მაინც გაგრძელდება, კვლევის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაში აღმოჩნდება. ეს, თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის იმ ქვეყნებზე მოახდენს უარყოფით გავლენას, რომლებიც რუსეთის მეზობლად მდებარეობენ.

მოვლენების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, EBRD მომდევნო პროგნოზის გაკეთებას მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

EBRD მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს

EBRD უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ 2 მილიარდი ევროს ოდენობის აღდგენის პაკეტს გასცემს


თემაზე

ევროპარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარებას დაუჭირა მხარი
ნოემბერი 25, 2022

ევროპარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარებას დაუჭირა მხარი

Erasmus+ 2023 განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში მობილობის და თანამშრომლობის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს 
ნოემბერი 24, 2022

Erasmus+ 2023 განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში მობილობის და თანამშრომლობის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს 

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფოტოკონკურსში და მოიგეთ 1,000 ევრო
ნოემბერი 24, 2022

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფოტოკონკურსში და მოიგეთ 1,000 ევრო

ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნარკოტიკების ბაზრის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს
ნოემბერი 22, 2022

ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნარკოტიკების ბაზრის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

ENPARD-ის ათი წელი საქართველოში: სოფლის განვითარება და 2,600-ზე მეტი სამუშაო ადგილი 
ნოემბერი 17, 2022

ENPARD-ის ათი წელი საქართველოში: სოფლის განვითარება და 2,600-ზე მეტი სამუშაო ადგილი 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,