EBRD და ევროკავშირი ქართულ კომპანიებს პროკრედიტ ბანკის დახმარებით დაუჭერენ მხარს
იანვარი 4, 2024

EBRD და ევროკავშირი ქართულ კომპანიებს პროკრედიტ ბანკის დახმარებით დაუჭერენ მხარს


28 დეკემბერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ პროკრედიტ ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის (9 მილიონი ევროს) ოდენობის სესხს გადასცემენ. თანხა საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მოხმარდება. 

დაფინანსება ადგილობრივი კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რათა მათ ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენება შეძლონ. სესხის სულ მცირე 70 პროცენტი მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვისაა განკუთვნილი. მსესხებლებს შეეძლებათ, გააუმჯობესონ გარემოს დაცვის პრაქტიკა და რესურსების ეფექტიანობა, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და დახვეწონ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომები.

მსესხებლები, რომლებიც ინვესტიციებს წარმატებით განახორციელებენ, მიიღებენ უფლებას, მოიპოვონ სესხის 15%-მდე ოდენობის წამახალისებელი გრანტები. ისინი ასევე მიიღებენ ტექნიკურ მხარდაჭერას ინვესტირების პროცესის განმავლობაში.

დაფინანსება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ნაწილია. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედებს. ის ხელს უწყობს ინვესტიციებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროცესებში და საუკეთესო პრაქტიკის წახალისებას, რათა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება შეძლონ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,