EBRD კრედო ბანკს სესხის სახით 16 მილიონ დოლარს გამოუყოფს
თებერვალი 8, 2023

EBRD კრედო ბანკს სესხის სახით 16 მილიონ დოლარს გამოუყოფს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კრედო ბანკს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული 16 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტით უზრუნველყოფს.

პაკეტიდან 10 მილიონ დოლარამდე თანხა განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხის გასაცემად, რაც მიზნად ადგილობრივი კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს. 4 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი კი EBRD-ის პროგრამის, ქალები ბიზნესში, ფარგლებში გაიცემა. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ქალების ჩართულობას ბიზნესში, რაც ქალების მიერ მართული კომპანიებისთვის ფინანსებზე და საკონსულტაციო მომსახურებებზე წვდომის გამარტივებით მიიღწევა. საქართველოში პროგრამას მხარს ევროკავშირი და შვედეთი უჭერენ.

გარდა ამისა, კრედო ბანკი EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში მიიღებს 2 მილიონ დოლარს, რაც მცირე ბიზნესებს თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიაში ინვესტირებას შეაძლებინებს. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც მეტად კონკურენტუნარიანს და სტაბილურს გახდის. საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსესხებლები მიიღებენ გრანტებს და ტექნიკურ დახმარებას, რასაც  ევროკავშირი თავისი ინიციატივის, EU4Business ფარგლებში დააფინანსებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,