დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების შესახებ ევროკავშირის გზამკვლევი ქართულად ითარგმნა
ივლისი 3, 2023

დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების შესახებ ევროკავშირის გზამკვლევი ქართულად ითარგმნა


ევროკომისიის გზამკვლევი, რომელიც განათლებისა და ტრენინგების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების საკითხებს ეთმობა, ქართულად ითარგმნა და ონლაინაა ხელმისაწვდომი. 

ევროკავშირის ეს გზამკვლევი პირველად 2022 წელს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. მასში თავმოყრილია რჩევები პედაგოგებისათვის, თუ როგორ უნდა გამოუმუშაონ ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა მათ ციფრულ სამყაროში სანდო ინფორმაციის ამოცნობა შეძლონ.

გზამკვლევის მთავარი მიზანია, განათლებისა და ტრენინგების გზით შეუწყოს ხელი  ციფრული წიგნიერების განვითარებას, ციფრული ტექნოლოგიების პასუხისმგებლობითა და უსაფრთხოდ გამოყენებას და დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 

გზამკვლევი განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლის მასწავლებლებისთვის, იმის განურჩევლად, თუ რა სპეციალობის არიან ისინი და რა დონის გამოცდილება თუ ცოდნა აქვთ ამ სფეროში დაგროვილი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ჩამოტვირთეთ გზამკვლევი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,