წინანდალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებს შორის თანამშრომლობის თემაზე EU4Culture-ის კონფერენციას მასპინძლობს 
ოქტომბერი 6, 2023

წინანდალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებს შორის თანამშრომლობის თემაზე EU4Culture-ის კონფერენციას მასპინძლობს 


5-6 ოქტომბერს წინანდალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, EU4Culture, „რეგიონული ქსელის მესამე კონფერენცია“ გამართა. კონფერენცია მიეძღვნა „EU4Culture-ის ქალაქების ქსელს“, რომელიც აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 14 ქალაქს აერთიანებს. 

EU4Culture-ის ფარგლებში, 14-მა ქალაქმა, რომელთაც არ აქვთ დედაქალაქის სტატუსი, კულტურის განვითარების სტრატეგია „ევროპის კულტურული დედაქალაქების“ მიდგომის შესაბამისად შეიმუშავა. მათგან რვას დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად 300 000 ევრომდე ოდენობის გრანტები გამოეყო. „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ მეშვეობით, პროექტი  ხელს უწყობს აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ქალაქებს შორის თანამშრომლობას, რასაც ყოველწლიური „ქსელის კონფერენციები“ განამტკიცებს.

კონფერენციაზე ქალაქების მერებმა და სხვა წარმომადგენლებმა, პროექტის პარტნიორებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მოიყარეს თავი. მათ ქსელის განვითარების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ამას გარდა, ქალაქებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრესი და ერთმანეთს კულტურის განვითარების სტრატეგიების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციაზე ასევე გამოვლინდა კულტურის სფეროს პროექტები, რომლებიც EU4Culture-ის საგრანტო სქემით დაფინანსდება. პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ ქალაქებში განხორციელდება, რომელთაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ. 

კონფერენციის მეორე დღე ტურიზმის მეშვეობით მდგრადი ეკონომიკური განვითარების საკითხში კულტურის პოლიტიკის როლის განხილვას დაეთმო. 

„მდგრადი კულტურული ტურიზმი ძლიერი იარაღია იმ პოტენციალის გასაფართოებლად, რომელიც კულტურას ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით აქვს“, — აღნიშნა ქრისტოფ მასონმა, ევროკომისიის DG NEAR-ის „ინკლუზიური საზოგადოებების“ გუნდის ლიდერმა, — „კულტურის განვითარების ევროკავშირისეული ხედვა EU4Culture-ის მსგავს იმ პროექტებში აისახება, რომლებიც რეგიონულ თანამშრომლობას უწყობს ხელს და ჩვენი მრავალფეროვანი კულტურების ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ და სოციალურ პოტენციალს ავლენს“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, EU4Culture, მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს კულტურას, როგორც ზრდისა და სოციალური განვითარების იარაღს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Francais Géorgie), დანიის კულტურის ინსტიტუტი და ჩეხეთის ცენტრები.

დამატებითი ინფორმაცია

EU4Culture-ის ქალაქების ქსელი 

EU4Culture-ის საგრანტო კონკურსი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,