ბრიუსელში საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართა
იანვარი 26, 2024

ბრიუსელში საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართა


23 იანვარს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი პრიორიტეტები — მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მედეგობის განვითარების მხარდაჭერა. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგები და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისკენ მიმართული ძალისხმევის პოტენციალი. საქართველომ და ევროკავშირმა ასევე იმსჯელეს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე — მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგებზე და სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და მთელ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

„მიმდინარე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ეს შეხვედრა დასტურია ჩვენი მზაობის, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში“, — განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ შეხვედრაზე, — „ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგული რჩება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირის სურვილია, აქტიური წვლილი შეიტანოს რეგიონში ყველა კონფლიქტის მდგრად და ყოვლისმომცველ მოგვარებაში. მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და ველით, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება [ევროკავშირს] საგარეო პოლიტიკის საკითხებში“.

უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება. მათზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის — მათ შორის, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,