„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს და ქვეყნის მიზანს – სვლას ევროკავშირის მიმართულებით“, – უთხრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეკრების დამთავრების შემდეგ, რომელიც 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა.
„ჩვენ, ყველას ერთი რამ გვინდა საქართველოსთვის, რომ ის ევროპულ გზას დაუბრუნდეს,” დასძინა ბორელმა. „ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით. ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს, ხოლო არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს. მთავრობამ გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს“.
გარდა ამისა, ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში მიიწვევს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ.
ქართველი ხალხისადმი მიმართვაში ბორელმა გაიმეორა ის, რაც მან თქვა გასულ წელს საქართველოში ვიზიტის დროს: “ევროკავშირის კარი ღია დარჩება საქართველოსთვის. მაგრამ საქართველოს მთავრობის [მოქმედების] კურსი კანონის უზენაესობის პატივისცემის და ძირითადი პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, იმის ჩათვლით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს“.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გააუქმა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების და 121 მილიონი ევროს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისთვის. ეს თანხები მოხმარდება პროგრამებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს უშუალო სარგებლობას მოუტანს.
იხილეთ მეტი





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,