ასოცირების საბჭო: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ფასეულობებთან მეტად დაახლოებას მოელის
თებერვალი 22, 2024

ასოცირების საბჭო: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ფასეულობებთან მეტად დაახლოებას მოელის


20 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა.

შეხვედრას თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.

ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე — კერძოდ, რეგიონულ პრობლემებსა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.

ეს პირველი ასოცირების საბჭოა, რომელშიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოითხოვს ძალისხმევის ახალ დონეს და ის მთავრობის, ოპოზიციისა და ყველას პასუხისმგებლობასაც ზრდის“. 

მან ასევე აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაციების ცხრა საფეხურის შესასრულებლად საქართველომ უნდა გადადგას „გადამწყვეტი ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად“. მისივე თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ უახლოეს წლებში თბილისი „მნიშვნელოვნად დაუახლოვდება“ ევროკავშირის ფასეულობებს და პრინციპებს.

ჯოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გაძლიერებით საქართველოში და მოუწოდებს თბილისს, გააორმაგოს ძალისხმევა ინფორმაციით მანიპულირებასთან და უცხოეთის ჩარევასთან ბრძოლის მიმართულებით. 

ის ასევე მიესალმა საქართველოს მიერ საარჩევნო რეფორმების მხრივ მიღწეულ წინსვლას და მოუწოდა ქვეყანას, რომ ეს რეფორმები მომავალ არჩევნებამდე მნიშვნელოვნად ადრე დაასრულოს.

ბორელმა დაურთო, რომ ევროკავშირმა თვალშისაცემად გააძლიერა საქართველოსთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. ევროპის სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით, საქართველომ დაახლოებით 63 მილიონი ევრო მიიღო საინჟინრო, ლოჯისტიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების გასავითარებლად. „წელს ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,