1 თებერვალს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“, წარმოადგინა.
ინიციატივა ამოქმედდა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
პროექტის ძირითადი ამოცანებია არჩევნებზე დაკვირვება, ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება და პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მხარდაჭერა. ეს ძალისხმევა ინფორმირებული, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისკენაა მიმართული.
„საქართველოში არჩევნებს აქვს პოტენციალი, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ქვეყნის ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და ევროინტეგრაციისადმი მისი მისწრაფება“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, — „დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი არჩევნებზე დაკვირვების, ამომრჩეველთა ცოდნითა და განათლებით უზრუნველყოფის და პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის დიალოგის გაძლიერების გზით ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ პროცესს“.
პროექტი ხორციელდება თანამშრომლობის საფუძველზე, რომელსაც ISFED საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (GFSIS) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით ხელმძღვანელობს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,