არასამთავრობო ორგანიზაციების დღე: ევროკავშირი NGO-ებს, უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს
მარტი 1, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციების დღე: ევროკავშირი NGO-ებს, უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს


27 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განცხადება გააკეთა.

 „სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველაზე დაუცველი ადამიანების ინტერესების დაცვის მხრივ, რაც ხელს უწყობს ძლიერ დემოკრატიასა და ანგარიშვალდებულ მმართველობას. თუმცა მსოფლიოს მრავალ კუთხეში ისინი სულ უფრო  შემზღუდველ და მტრულ გარემოში აგრძელებენ მუშაობას“, — აღნიშნა ბორელმა. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები მუქარისა და თავდასხმის სამიზნე სულ უფრო მეტად ხდებიან და ეს ძალადობრივი ქმედებები ხშირად დაუსჯელი რჩება. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ხშირად სტიგმატიზებულია „უცხოეთის აგენტის“ კანონების ან სხვა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების საშუალებით, რაც ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას. 

„მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება აფერხებს დემოკრატიულ ჩართულობას. ევროკავშირი მკაცრად გმობს თავდასხმებს გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე“, — განაცხადა ბორელმა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი ამ ტენდენციებთან დასაპირისპირებლად ყველა შესაძლო ზომას მიმართავს, რა მიზნითაც  სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც: „არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება არავის გაეგო. არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”.

ევროკავშირის ხელშემწყობი გარემოს სისტემა (EU SEE), რომელიც 2023 წელს 50 მილიონი ევროს ბიუჯეტით ამოქმედდა, სამოქალაქო სივრცის განვითარებას 86 პარტნიორ ქვეყანაში უჭერს მხარს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,