არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ევროკავშირის შესაძლებლობები საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
ოქტომბერი 5, 2022

არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ევროკავშირის შესაძლებლობები საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის


არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტი ხართ თუ ახალგაზრდა პროფესიონალი, საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევით თუ ჯერაც სკოლაში სწავლობთ — ევროკავშირი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მრავალფეროვან უფასო შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს მოიცავს როგორც სასწავლო სტიპენდიებს, ისე ტრენინგებს, საზღვარგარეთ სწავლას თუ მოხალისეობრივ საქმიანობას, სტაჟირებას, სპეციალურ შეთავაზებებსა და გრანტებს. 

თუ გსურთ ცოდნის გაღრმავება, თქვენი საზოგადოების დახმარება, უნარების განვითარება ან ბიზნესის დაწყება — ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირს თქვენთვის შესაძლებლობა მოეძებნება. მაგრამ მათი პოვნა რთული შეიძლება იყოს. ასე რომ, ამ პროცესის გასამარტივებლად, ჩვენ შევქმენით გზამკვლევი, რომელშიც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ შესაძლებლობებს მოვუყარეთ თავი. 

გზამკვლევი უშუალოდ საქართველოზე კონცენტრირდება. მასში თქვენ  ნახავთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ შესაძლებლობებს და საქართველოში მომუშავე იმ პირების კონტაქტებს, რომლებიც განაცხადების შეტანაში დაგეხმარებიან. 

გზამკვლევი სექციებადაა დაყოფილი და მასში თავმოყრილია  შესაძლებლობები

  • სტუდენტებისთვის;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების და მოხალისეებისთვის;
  • სკოლის მოსწავლეებისთვის;
  • სტაჟირების და ტრენინგის მსურველთათვის;
  • ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. 

და თუ მოტივაციას ეძებთ, გზამკვლევის ბოლო სექცია გაგაცნობთ თქვენი მსგავსი იმ ახალგაზრდების გამოცდილებას, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის შესაძლებლობებით. 

ასე რომ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან: ახლავე დაიწყეთ ძებნა და მოემზადეთ განაცხადების შესატანად! 

საქართველო



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,