15 დეკემბერს, 2022-2024 წლების გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) თბილისში ოფიციალურად გახსნა ახალი სათავო ოფისი.
25 ნოემბერს ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით, 2024 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
კრწანისში მდებარე შენობაში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, მისიის სათავო ოფისი ახალ მისამართზე, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64ა ნომერში გადავიდა, სადაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიცაა განთავსებული.
„ახალი შენობაში გადასვლა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან ერთად, აჩვენებს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დამკვირვებლები შეუსვენებლად განაგრძობენ თავიანთ საქმეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხარდასაჭერად“, — განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,