ახალგაზრდა ევროპელი ელჩები გმობენ ომს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას
მარტი 2, 2022

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები გმობენ ომს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას


ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა თავიანთი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის დასაგმობად განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულ აგრესიას.

ჩვენ ვემხრობით ძალადობის ყოველგვარი ფორმის დაუყოვნებლივ დასრულებას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან  ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული და სამოქალაქო პირებისთვის საჭირო დახმარების გაწევას. ასევე, მივესალმებით გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე  მშვიდობის დამყარების ეფექტიან პროცესს.

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს, გვერდში დაგვიდგნენ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის საკითხში და ნებისმიერი შესაძლო საშუალებით დაეხმარონ მათ“. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთავენ, რომ ისინი უერთდებიან პროტესტს, ავრცელებენ ფაქტობრივ ინფორმაციას, აგროვებენ რესურსებს ომით დაზარალებული ადამიანებისთვის გასაგზავნად და მოუწოდებენ თავიანთ მთავრობებს მეტის გაკეთებისკენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სთხოვენ ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ქსელებს, გაავრცელონ ეს განცხადება მათი თანატოლების მხარდასაჭერად.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს. ის ხელს უწყობს მეგობრული კავშირების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. 

ქსელის მიზანია საზოგადოების უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,