აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი ახალ სტიპენდიატებს ასახელებს – მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება
სექტემბერი 9, 2022

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი ახალ სტიპენდიატებს ასახელებს – მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის განცხადებით, უკრაინისადმი სოლიდარობის სტიპენდიებისთვის 25 აპლიკანტი შეირჩა. მათგან 21 უკრაინიდან არის, სამი საქართველოდან და ერთიც მოლდოვიდან.

დაფინანსებული პროექტები მოიცავს ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ საქმიანობას, დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ინიციატივებს, ომის დანაშაულების დოკუმენტირებასა და გარემოს აღდგენას და ახალგაზრდების გაძლიერებას.

ამ სტიპენდიებზე კონკურსი აპრილში გამოცხადდა და მისი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ქალებისა და კაცების მხარდაჭერა გახლდათ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ვალდებულებად თვლიან, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგთა შესამსუბუქებლად და გადაუდებელი მხარდაჭერის გასაწევად ინიციატივის, #StandWithUkraine ფარგლებში იმოქმედონ.

დღეისათვის სტიპენდიატების ქსელში აღმოსავლეთის პარტნიორობის 6 ქვეყნიდან 131 წევრია გაერთიანებული. 2017-2020 წლების სტიპენდიატების და მათი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება აქ შეგიძლიათ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ახალი სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,